შალვა პაპუაშვილის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევის შედეგებს ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს – ზიზღსა და ძალადობას ამჯობინებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა“- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.