შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად ბრიუსელის მხრიდან უსამართლობაზე საუბრობს და ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქმე მოჰყავს. განცხადებაში ვკითხულობთ: „არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშები ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ ამას ბოლო არ მოუღო. მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამ ებდნენ? – არა. შედეგად, ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა.“- წერს შალვა პაპუაშვილი.