შალვა პაპუაშვილის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საელჩოს მიერ საქართველოში ორგანიზებულ ლექციებს ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს“ – გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს – ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო. ძნელია, წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე, წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტისა და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მოყვანაა. და ამ ყველაფერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს არ ხედავს. მართლაცდა, როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა: „ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასდროს შეუხედავთ,“ – წერს შალვა პაპუაშვილი.