შალვა პაპუაშვილის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს შვედეთის საგარეო უწყების მიერ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და შვედეთში უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ შვედეთის მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას.

ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შვედეთის მთავრობამ ქვეყნის სპეციალურ გამომძიებელს დაავალა წესების შემუშავება, რომლებიც აკრძალავს ან შეუზღუდავს უცხოურ დაფინანსებას, რელიგიურ საზოგადოებებს ან სხვა საქმიანობებს, რომლებიც დაკავშირებულია ისლამიზმთან, ექსტრემიზმსა და სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებთან.