შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ ვიდეოში ბერლინში, გასული წლის დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციაა, მეორე ვიდეოში კი – ამავე პერიოდში საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები ჩანან.
განცხადებაში ვკითხულობთ: „მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ მას გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა. მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი. რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო.“ – წერს პაპუაშვილი.