შალვა პაპუაშვილის განცხადება

 შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს: „რამხელა ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად, თან მაშინ, როდესაც ევროპული ფონდების გამოყენებით და ევროპის სახელით ფინანსდება: ფაშისტური საიტი მონა.ჯი; ზიზღით გაჟღენთილი და ღირსების შემლახავი ისტერიული თავდასხმები; მტრობის გამაღვივებელი პროპაგანდა; მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება. დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა. არდაგმობა კი წახალისებაა“, – წერს პაპუაშვილი.