დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:„დამფინანსებელი პასუხს აგებს მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე. „პუბლიკა“ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია, „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.“ – წერს პაპუაშვილი.