შალვა პაპუაშვილის განცხადება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება რეგლამენტს – პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით ხდება, ხოლო მეორე საკითხი, საერთოდ არ ჯდება რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში.

შალვა  პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია უკრაინის თემას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.  შეგახსენებთ, ოპოზიციამ გუშინ   მოითხოვა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, განცხადებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმაც.