„ქართული ოცნების“ მიმართვა „სამართლიან არჩევნებს“

მმართველი გუნდი „სამართლიანი არჩევნებისგან“ ისევ განმარტებებს ითხოვს. ხმის პარალელური დათვლის შედეგებში აღმოჩენილი გადაცდომის აღიარების შემდეგ,  „ქართული ოცნება“ ორგანიზაციას შემდგომი აღმოჩენისა და მასზე მოკვლევის დაწყების ზუსტ თარიღებს სთხოვს. თუმცა მმართველი პარტიის ვარაუდით, ეს ერთადერთი შეცდომა არ არის, რომელიც ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  დაუშვა. „ქართული ოცნების“ კითხვები დაუბალანსებელ ოქმებსაც უკავშირდება,  სადაც  ცესკო-სა და „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებს შორის ასევე დიდი ცდომილებაა. თავად ორგანიზაციაში დღეს მმართველი გუნდის განცხადებებისთვის პასუხი არ გაუციათ. პარალელურად,  არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხისლვისთვის  ხელისუფლება ოპოზიციას საგამოძიებო კომისიას სთავაზობს და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადაცდომის აღმოჩენის  შემთხვევაშიც კი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობას დებს.  თუმცა  ოპონენტები არც საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და არც საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას გეგმავენ და ისევ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.