შალვა პაპუაშვილის განცხადება

ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრემიერის გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. „ვნახეთ მანიპულაცია, თითქოს პრემიერის განცხადება ნიშნავდა ნატო-ზე უარის თქმას ან ნატო-სთვის რაღაცის დაბრალებას. მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება“- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს, რომელმაც ზეპირად იცის აგრესიის 30 წელი და რუსეთის ოკუპაციიდან 200 წელი, უცხოელი ე.წ. ექსპერტები ჭკუას ასწავლიან, როგორ უნდა გააანალიზოს რუსეთის ქმედებები.