შალვა პაპუაშვილის განცხადება

15:18, 20.10.2026

„დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელოდება. თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, „შვიდი წელია, ბრიუსელი საქართველოში უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ არ დაუგმია ძალადობა. პირიქით, ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრიუსელი საქართველოს ესხმოდა თავს და ამით მოძალადე ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს ფარავდა. როგორც ერთ ცნობილ ძველ ქარდზე იყო ნათქვამი – „ყველაფერი გასაგებია“. ყველაფერი დიდი ხანია, გასაგებია.“- წერს პაპუაშვილი.

„ამჯერად გავიხსენოთ, რას ამბობდა პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ და რას ამბობს, როდესაც ფრანგ პოლიციელებს ესხმიან თავს და საფრანგეთის დამხობას ცდილობენ“.

„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას“, – ეს არის ევროკომისიის 18 ოქტომბრის განცხადება ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.“ პაპუაშვილის განცხადებით, ზუსტად ასეთივე განცხადებას ელოდა საქართველოც ევროკავშირისგან.

მსგავსი