შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპის განცხადებაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმაურება და ამბობს, რომ როდესაც სხვა ქვეყნებს თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი – მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვის არის რისკი თავადაც ასე მოგექცნენ. როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები ექნებათ ევროპელებს და ფრანგებს“. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა“,- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი – პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.