ოპოზიციის რადიკალური ფრთა გარე ძალების მითითებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, უცხო ძალების დღის წესრიგით მოქმედებს და საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთზე, რუსეთსა და ირანზე ოპოზიციის ბოლო დროინდელ განცხადებებს ბრიფინგით ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს, რითაც ქვეყანას მტრობს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრას.