შალვა პაპუაშვილის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განვლილ დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ქართველი ხალხი შეეცადა, ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ილია მეორე მართლაც ისტორიული პიროვნება იყო, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. „ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნული პროცესი შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.