შალვა პაპუაშვილის განცხადება

„ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაა. შალვა პაპუაშვილი უკანონო რეფერენდუმების საკითხს „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.