შალვა პაპუაშვილის განცხადება

12:05, 23.02.2026

იუნკრების დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს – თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო. საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო. მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ, – წერს შალვა პაპუაშვილი და იხსენებს იუნკრების თავდადებას, მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის, გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილებისა და სხვა გმირების ღვაწლს, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს ქვეყნის ერთიანობისთვის.

მსგავსი