შალვა პაპუაშვილის განცხადება

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება. მან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გაიხსენა, სადაც ის ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ მოუწოდებდა და აღნიშნა, რომ ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა და მეგობრობა – სხვა.