შალვა პაპუაშვილის განცხადება – გამოხმაურებები
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ – ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. მისივე თქმით, მათ პრესსპიკერის საშუალებით ფაქტობრივად, მხარდაჭერაც გამოუცხადეს მომხდარს. ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან,“ – წერს პაპუაშვილი.