შალვა პაპუაშვილის განცხადება

ე.წ დამხობის საქმეზე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან გაიხსენა ზაფხულში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილი წერილი. მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას.