სახალხო დამცველობისას, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომელიც საბაბად აიღო ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ შექმნა „ენჯეო“, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო. პაპუაშვილის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და კორუფციის მხილების შიში არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს.