კაია კალასის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება. „ანუ, ევროკავშირის წევრობა თუ გინდა, ხმა ვეღარ უნდა ამოიღო? სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „ესტონიზაციას“ – წერს პაპუაშვილი და ასევე აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შინაარსი სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს“.

აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.