შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირსა და მის საელჩოს ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი საელჩო „ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ“. პირველი კანონმდებელი მათ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ვიდრე მძიმე ლაქას არ ჩამოირეცხავენ, მათ ძალადობის მხარდამჭერებად განიხილავს. „ვინც ძალადობის მხარდაჭერაში ერთხელ უკვე მხილებულია, თავად უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამას აღარ გაიმეორებს. ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, მანამდე კი, ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.