შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

15:06, 18.10.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს , რომელსაც თან ფოტოს ურთავს წარწერით: „არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი – სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები. ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის. “- დაწერა პარლამენტის სპიკერმა. ცნობისათვის, ფოტოზე საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი შერაზ გასრი და „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი, გიორგი კანდელაკი არიან, ერთ-ერთი პროექტის ხელმოწერისას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

მსგავსი