შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

15:10, 10.03.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გერმანიის ელჩს აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პეტერ ფიშერმა სიცრუით მანიპულაციის მოხდენა სცადა, ახლა კი – როცა სიმართლე გაცხადდა, ბოდიშის მოხდაც არ უნდა. „საყოველთაოდ ცნობილი გერმანული პატიოსნება ასეთ დროს ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში, როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით მანიპულაცია, შემდეგ კი სიმართლის არშემჩნევა“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სოცქსელებში აზიარებს გერმანიის ელჩის მიერ 24 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, სადაც ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის სასანცქიო მე-20 პაკეტში იყო ყულევის პორტზე საკანონმდებლო წინადადებაც და მტკიცებულებების პაკეტიც.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’ სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

მსგავსი