შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი ორბანის განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც უნგრეთის ლიდერი ბრიუსელის „საომარი გეგმის“ წინააღმდეგ პეტიციების კამპანიის დაწყებაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თბილისის ქუჩის განვითარებული პროცესების უკან სწორედ ბრიუსელი დგას. პაპუაშვილი წერს: „არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.