„აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ხაბაზის ვიდეოს აზიარებს. „ნაცმოძრაობის“ მომთაბარე შაპიტოს ეს წევრი, რომელმაც უკრაინის ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ყველა დაამარცხა და ახლა საქართველოზე გადმოერთო, ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს – ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი“, – წერს პაპუაშვილი.