შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო გამარტივებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია კი ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, რადიკალური ოპოზიცია კი – ქუჩაში”- წერს შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე ადგილზეა, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის 60-დან 123-მდე გაიზარდა.

ბრიუსელის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში