საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა შალვა პაპუაშვილი. ისაუბრეს ბავსტა ფონდთან წარმატებულ თანამშრომლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია. გამოიხატა მზაობა კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობის კუთხით. შალვა პაპუაშვილმა UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გააცნო.