შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სტამბოლში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღეს იხსნება. „იმედის გაღვივება, მშვიდობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ – ასეთია ასამბლეის თემა. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრები უკვე გამართა.