შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე

15:05, 06.10.2026

რამდენიმე წუთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. შალვა პაპუაშვილი დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე ისაუბრებს. პარალელურად, ქართველი სპიკერი არუშაში, ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება ევროპის, აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს, მათ შორის იქნება ნაურუ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და ქართულმა მხარემ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დაამყარა.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი