შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეას ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა მასპინძლობს. არუშაში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებშიც. წარდგენილია სამი კანდიდატურა. წლევანდელი ასამბლეის თემატიკაა – „კარგი მმართველობის და თემების გაძლიერება ინკლუზიურობის, ნდობისა და ყველასთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით“. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.
თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე