შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ქალაქ არუშაში დაგეგმილ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა, ასევე მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. დელეგაციას შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები.