შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას PABSEC-ში ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც, როგორც PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შესაძლებლობას. მხარეებმა განიხილეს თბილისში დაგეგმილ გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები. აღინიშნა, რომ ასამბლეის თემატიკა ხელოვნურ ინტელექტსა და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება, რაც წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ხაზი გაესვა ქართული მხარის ინიციატივას, რომ, გენერალური ასამბლეის პარალელურად, ჩატარდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეისა და PABSEC-ის ერთობლივი სხდომა, რაც, აგრეთვე, განხორციელების პროცესშია. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ PABSEC-ის პრეზიდენტის რანგში აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში.