USAID-მა უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
„USAID-მა პოლიტიკური „ენჯეოების“ გავლით, საქართველოში 41 მილიონ 700 ათასი 41,7 მილიონი დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ, ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3 მილიარდ 780 მილიონი 3,78 მილიარდი დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, თუკი საფუძვლად ავიღებთ ქვეყნების GDP-ს. შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41 მილიონ 700ათასი 41,7 მილიონ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.