დღესვე შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. აქცენტი ორი ქვეყნის ისტორიულად მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე გაკეთდა. საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობა და ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სამომავლო კავშირების განვითარების პერსპექტივები.