შალვა ოგბაიძის განცხადება

15:24, 03.07.2019

20 ივნისის ღამე ორ ნაწილად იყოფა, ერთი – თვალანათებული ახალგაზრდები და მეორე – სახელმწიფოს გადატრიალების მსურველი საზოგადოება,- ასე აფასებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე 20 ივნისის ღამეს.

საკრებულოს დეპუტატმა გამართულ ბრიფინგზე 2011 წლის 26 მაისის ღამე გაიხსენა. მისი თქმით, 20 ივნისისა და 26 მაისის შედარება დაუშვებელია, რადგან ოგბაიძის განცხადებით, 26 მაისს მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაატერორა და ეს ტერორი დღემდე გრძელდება.

ოგბაიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს, რადგან სისტემური დანაშაული არ ჩაუდენია.

მსგავსი