შალვა ნათელაშვილის შეხვედრა ამომრჩეველთან

თემქაზე ამომრჩევლებს შეხვდა „ლეიბორისტული პარტიის“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი.

შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივების  პრობლემები მოისმინა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, 179 ოჯახი უკვე ცხრა წელია ავარიულ შენობაში ცხოვრობს. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, დევნილები და მრავალშვილიანი ოჯახები. ნათელაშვილის თქმით, მათ არ აქვთ ბუნებრივი აირი, დენი და წყალი.