შალვა ნათელაშვილის სარჩელი

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ნათელაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ღირსების შელახვისთვის უჩიოდა. ნათელაშვილის უფლებადამცველის თქმით, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ივანიშვილმა ჯაშუში და ჯაშუშების დაფინანსებული უწოდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სამართლებრივი დავის გაგრძელებას ამჯერად უზენაეს სასამართლოში აპირებს.