შალვა ნათელაშვილის პრესკონფერენცია

შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ადანაშაულებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ალიევმა ქართველებს სალოცავები წაართვა და წელს ქართველებს არ მიეცათ საშუალება, გარეჯობა აღენიშნათ. შალვა ნათელაშვილი მომხდარს ოკუპაციას უწოდებს და საქართველოს მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს.