შალვა ნათელაშვილის მოწოდება პარლამენტს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პარლამენტს ქართველი ერის ისტორიის დადგენილების პროექტის შემუშავებას სთხოვს. როგორც შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დოკუმენტში საქართველოს ისტორია უნდა ჩაიწეროს, რათა ვერავინ შეძლოს მისი სხვაგვარად გადაწერა.

პარტია პროექტის შემუშავებას თავადაც გეგმავს, რასაც მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენენ. შრომის პარტიის ლიდერმა ეს ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ გაახმოვანა, სადაც ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს საქართველოს ისტორიის გაყალბებული ფაქტების შესახებ უყვებოდა.