შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში 40-წუთიანი სიტყვის უფლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტები“ გამოკითხვას აწარმოებენ, რათა გაარკვიონ, უნდა შევიდეს თუ არა მათი ლიდერი პარლამენტში. შალვა ნათელაშვილის  განცხადებით,  გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობს და პარტია გადაწყვეტილებას სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიამდე მიიღებს. დღესვე ნათელაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო სოციალურად დაუცველების თემას. მისი  მტკიცებით, სოციალურად დაუცველების სია დგება იმ ნიშნით, თუ ვინ აძლევს ხმას მთავრობას და ვინ – არა, ამიტომ  ასეთ ადამიანებს მოუწოდებს, ერთ არჩევნებში მაინც არ მიიღონ მონაწილეობა. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, მაგალითად, აშშ-ის ყველა შტატში მეოცე საუკუნემდე ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული, ხოლო ინგლისში ადამიანს 40 შილინგი შემოსავალი თუ არ ჰქონდა, არჩევნებში ვერ მონაწილეობდა და ეს ხდებოდა არა იმიტომ, რომ მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჰყავდათ, არამედ იმ მიზნით, რომ მდიდარ კანდიდატს გაჭირვებულის ხმა არ ეყიდა.