შალვა ნათელაშვილის განცხადება

პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიისგან გამოსყიდვას და რეგიონულ ჰაბად გადაქცევას გეგმავს.

ამის შესახებ ნათელაშვილმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველო თურქული კომპანიისგან  გამოისყიდის, ბიუჯეტში ტრანზიტებიდან შემოსული თანხების მობილიზება გახდება შესაძლებელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.