შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებითაა დაჭერილი და პოლიტიკური პატიმარია. შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მაშინ უნდა ჩამოსულიყო, როდესაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საკონსულტაციო ფორმატში გაერთიანდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ეს განცხადება აეროპორტში გააკეთა. ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მისი თქმით, შეხვედრები ვაშინგტონის მთავარ პოლიტიკურ ცენტრებში ელოდება.

დატოვე კომენტარი