შალვა ნათელაშვილის განცხადება 

პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, „სადამსჯელოს“ უწოდებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.

შალვა ნათელაშვილის თქმით, კანონპროექტი სწორედ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგაა მიმართული. როგორც პარტიის ლიდერი განმარტავს, ისინი პარლამენტში არცერთ შემთხვევაში შევლენ და მათთვის ეს საკითხი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ იქნება, რადგან პარტია 15 წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა დაფინანსების გარეშე.