შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სატელევიზიო დებატებში იწვევს. შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ მასთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მზადაა ვირტუალური დებატებიც გაიმართოს. ნათელაშვილის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი უარს იტყვის დებატებზე, ეს აღიქმება როგორც დამარცხების აღიარება.