შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგს ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დებს, რომ გამოკითხვა მისი დაკვეთით მომზადდა და „ლეიბორისტული პარტიის“ დაბალი პროცენტი სწორედ ამან განაპირობა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოში თანამდებობაზე ფიქრს თავი უნდა დაანებოს.