შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას დღეს რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიიდან მიმართა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია არამხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებითაა დაკავებული, არამედ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებშიც ერევა. რუსეთიდან მობილიზებულია როგორც ფულადი რესურსი, ისე სპეცსამსახურები. მისივე განმარტებით, პარტიამ უკვე  მიმართა აშშ-ს სენატსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა რუსულ მხარეს სანქციები დააკისრონ. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია, თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.