შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა თბილისის აეროპორტში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მისი განცხადებით, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებზე ეს შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს.

შალვა ნათელაშვილმა მთავრობას მოუწოდა გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცეს.