შალვა ნათელაშვილის განცხადება

21:19, 06.06.2020

შალვა ნათელაშვილი მის მიერ 27 მაისს დაწერილ სტატუსს და ფერმერთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ბენიაიძეს ჯარიდან მოპარული ფული მისცეს იმისთვის, რომ თავის რეგიონში ხალხი მოისყიდოს და დაატეროროს. ის ბენიაიძეს რუსეთის „ფეესბეს“ ოფიცერსაც უწოდებს.

ფერმერთა ასოციაციამ ამ განცხადებას ცილისწამება უწოდა და ნათელაშვილისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კი დღეს განაცხადა, რომ ინფორმაცია არხილოსკალოელებისგან მიიღო და მეტი ფაქტი არ სჭირდება, რომ ბენიაიძის ბრალეულობა დაადასტუროს. ამის გამო, ფერმერთა ასოციაცია და ნიკოლოზ ბენიაიძე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

მსგავსი