შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი

ბავშვების გარემოცვაში გამართა ბრიფინგი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა. შალვა ნათელაშვილმა განათლების სისტემაზე ილაპარაკა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გაატარებს სასკოლო რეფორმას. მისი განცხადებით, ამ რეფორმის ფარგლებში, საჯარო უწყებების თანამშრომლებს შვილების ტარება მხოლოდ საჯარო სკოლებში მოუწევთ. მისივე თქმით, სკოლებში უნდა დაწესდეს უფასო ერთჯერადი კვება და ყველა მოსწავლეს უნდა გადაეცეს პირადი კომპიუტერი.